წინა თაობებიდან არაწერილობითი გზით მემკვიდრეობით მიღებული და დამკვიდრებული ჩვეული აზროვნებისა და ქცევის სტანდარტების ერთობლიობა, ინფორმაცია საზოგადოებრივი ცხოვრების ადრინდელი გამოცდილების, რწმენა-წარმოდგენების, სოციალური პოზიციისა და ინსტიტუტების შესახებ. ტრადიცია მოიცავს სოციალური და კულტურული გამოცდილების დიდი ერთობლიობის მხოლოდ იმ კომპონენტებს, რომლებიც საზოგადოების წინაშე პერიოდულად წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქცა და რომელიც შენარჩუნდა ისტორიული, სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ. ტრადიცია კულტურის თვითმყოფადობის ერთ-ერთი გამომხატველია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ტრადიცია მოიცავს სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს, რომლებიც არა მხოლოდ გადაეცემა თაობიდან თაობას, არამედ ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მრავალი თაობის ცხოვრების მანძილზე. ტრადიცია განსაზღვრავს არა მარტო იმას, რა გადაიცეს მემკვიდრეობით, არამედ იმასაც, თუ როგორ გადაიცეს იგი. ეს ტერმინი გამოიყენება ქცევის წესებისა (სტუქტურის) და რწმენა-წარმოდგენების ხასიათის თითქმის იდენტურ ფორმებში განმეორებადობის აღსაწერად და ასახსნელად.
ქართულ სუფრას თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს, რომლებიც ყველა კუთხეში განსხვავებულია. გავეცნოთ რამოდენიმე მათგანს:
გურულების სუფრისყველაზე დამახასიათებელ სადღეგრძელოდ უმთავრესად,
პირველი, ანუ მშვიდობის სადღეგრძელოა მიჩნეული. მშვიდობის არსის ესოდენი გაიდეალება გურიაში, უპირველეს ყოვლისა იმაზე მიუთითებს, თუ როგორ მაღალ რანგში ჰყავს აყვანილი მშვიდობა ამ ხალხს. მართლაც და, განა ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში ნაკლებად სურდათ მშვიდობა? განა სხვა კუთხეებში, თუნდაც იგივე ქართლში, კახეთში, ან თუნდაც მესხეთ – ჯავახეთში გურიაზე ნაკლები ბრძოლა და უბედურება ტრიალებდა? მშვიდობის არსი კი, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად გურულებმა გაიგეს და გაითავისეს. გურული კაცის აზრით, სასმელი (უფრო მეტად არაყი) რაც უნდა ძლიერი იყოს, გურულ დიალექტზე რომ ვთქვათ, რაც უნდა ”გჭყანავდეს” და თუნდაც მხოლოდ სამი ჭიქის დალევა შეგეძლოს, ამ სამიდან ერთი აუცილებლად მშვიდობისა უნდა დალიოთ, რადგან მშვიდობა ყველაზე მაღლა დგას.
გურიაში გარდაცვლილებსაც განსაკუთრებით მოიგონებენ, რადგან იციან, რომ ასეთ წესზე გაზრდილი უმცროსი თაობაც მათ მიბაძავს და როდესაც უფროსები გარდაიცვლებიან, არც მათ დაივიწყებენ სიკვდილის შემდეგ.
კახურ სუფრაზე თამადის დატვირთვა და მნიშვნელობა განუზომელია. ბევრის აზრით, კახურ სუფრაზე თამადა დიქტატორია. მისი სადღეგრძელოები მთელი სუფრის განმავლობაში ყველამ (მამაკაცებმა) უნდა შესვას. თუ ეს ასე არ მოხდა, ანუ ”კონტროლი დაირღვა”, მაშინ კახელი თამადა, თავს მოვალედ ჩათვლის, სუფრის წევრს უბრძანოს ”დანებების” ნიშნად ”თითი მოკაკვოს”. კახური სუფრა, როგორც წესი, მარათონია სმაში, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იქ წარმოთქმული სადღეგრძელოები ქართული ისტორიული ტრადიციების გაგრძელება არ იყოს. თუკი სადმე შემონახულია სადღეგრძელოების უძველესი კულტურული სახეები, ეს უპირველეს ყოვლისა, კახეთშია.
შემთხვევითი სულაც არა არის, შესანიშნავ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში ”ღვინის ქურდებში”, კახელი მწყემსები პატარების დალოცვისას წიწილას რომ ისვამენ ხელისგულზე და მისი თამადობით სვამენ ამ სადღეგრძელოს. ეს მხოლოდ მეტაფორა ნამდვილად არ არის. კახეთი, მოგეხსენებათ ისტორიულად მუდამ მტრისგან განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და იქ დაბადებული ყოველი პატარა არსება (თუნდაც წიწილა) მიიჩნეოდა, როგორც ახალი იმედის დაბადება. ასევე ლადო ასათიანის ლექსში ”ლხინი კახელებთან” ძალზე კარგადაა ასახული ასათიანის, ლეჩხუმელი კაცის თვალით დანახული კახური სუფრა – სადღეგრძელოების მთელი ეს განსაკუთრებულობა, რაც დღეს პირუთვნელი სახითაა შემორჩენილი ზოგან. კახეთში ხომ სმაში შეჯობრის გარდა, სადღეგრძელოების ლაზათიანად და შთამბეჭდავად თქმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კაცები.
ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის მართლაც რომ განსაკუთრებული ხიბლი. გამოთქმაც არის ასეთი: ”იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო”. იმერეთში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება. ეს თავისთავად ძალზე განსაკუთრებული ფენომენია. სუფრის გაშლის მთავარ მიზეზად სტუმრიანობის მიჩნევა ერთგვარად სტუმრის დაფასების დიდ ტრადიციას გულისხმობს, ხოლო ოჯახის ბოლოს დალოცვა მასპინძლის მხრიდან თავმდაბლობის მაჩვენებელია, ანუ ნაგულისხმევია, რომ ”კი ბატონო, მე, როგორც მასპინძელ;მა გავშალე სუფრა, მაგრამ აქ, შენ, სტუმარი, უფრო მნიშვნელოვანი ხარ, რადგან შენ რომ არ ყოფილიყავი, არც არაფერი იქნებოდაო”.
იმერეთში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს დიდი სასმისებით სვამენ, მაგრამ კახეთისგან განსხვავებით იქ სმაში ურთიერთშეჯიბრი შედარებით იშვიათია. იმერეთში სუფრა, უპირველეს ყოვლისა, მხიარულება-გართობის შესაქმნელ ატრიბუტადაა აღქმული, ამიტომ სასმელი, როგორც გუნება-განწყობის გამოსაკეთებელი ფენომენი, ისე მიიჩნევა. სუფრის სამხიარულო განწყობის შექმნის სურვილი იმერლებისთვის დამახასიათებელ სუფრის სადღეგრძელოებშიც შეინიშნება და თამადაც ყოველთვის ცდილობს, არ მოაწყინოს თანამესუფრეები, თუნდაც სადღეგრძელოთა მრავალფეროვნებით (სიმღერის და ცეკვის ნება).
საახალწლო და საშობაო ტრადიციები
საახალწლოთა და საშობაოთ როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც დიდი მონდომებით ემზადებიან. ეს ორი დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გამომდინარე აქედან თითოეული ოჯახი ცდილობს არცერთ ტრადიციას აუაროს გვერდი და სრულყოფილად შეხვდეს მომავალ წელს.
ნაძვის ხე.
ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ ოჯახებში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დგამენ. მის მოსართავათა და გასალამაზებლად კი სხვადასხვა სათამაშოებს, გრილიანდებს, ნათურებს, “წვიმებს” იყენებენ. ნაძვის ხეზე ასევე კანფეტებს და ტკბილეულსაც კიდებენ ხოლმე. არა მარტო ოჯახებში, არამდენ ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში იდგმევა ორიგინალურად გაფორმებული საახალწლო ნაძვის ხეები, რომლის გარშემოც არაერთი ღონისძიება იმართება.
ძირითადად დასავლეთ საქართველოში ასევე ჩიჩილაკის ტრადიციაც არსებობს. ეს წარმოადგენს ხის ფორმის რიტუალურ საგანს, რომელსაც საახალწლოდ მილოცვისათვის იყენებენ. ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას, მის ზედა ნაწილს კი ტრადიციულად ჯვრის ფორმა აქვს.
2. საახალწლო საჩუქრები.
ახალი წლის ღამეს ტრადიციულად ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან. ეს ტარდიცია უკავშირდება სპარსელი მოგვების მიერ ახალშობილ იესოსათვის საჩუქრების მირთმევას. ასე ვიხსენებთ მოგვების მიერ ქრისტესთვის მირთმეულ ძღვენს. საახალწლო საჩუქრების ბაზრობა ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებულია. უამრავ ისეთ ნივთს შეხვდებით, რომლითაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანი შეგიძლიათ გაახაროთ. ამიტომაც ამისათვის ფულს არავინ იშურებს.
3. საშობაო სანთელი.
ქრისტიანულ სამყაროში სანთელი ქრისტეს – მსოფლიო სინათლის სიმბოლოა. ჩვენთან შობის ღამეს ტრადიციულად ფანჯარის რაფაზე სანთელს ანთებენ. ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს და თავისი მადლი შემოიტანოს. ეს ტრადიცია ჩვენთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.
4. თოვლის ბაბუა.
უცხოეთში თუ სანტა კლაუსი არსებობს, ჩვენ თოვლის პაპა გვყავს. პატარა ბავშვებს ყველაზე მეტად მისი მოტანილი საჩუქრები ახარებთ. ამბობენ, რომ თოვლის ბაბუის ტრადიციას საფუძველი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება-მოღვაწეობის შემდეგ ჩაეყარა. იგი ყოველთვის ეხმარებოდა ღარიბ, გაჭირვებულ ადამიანებს და კართან საჩუქრებს უტოვებდა. ჩვენთან ყოველწლიურად სვანეთიდან ჩამოჰყავთ თოვლის პაპა, სვანურ კოშკში აბინავებენ და პატარებს საახალწლო საჩუქრებს ურიგებენ.5. მეკვლე.
მეკვლის ტრადიცია საქართველოს შორეული წარსულიდან მოყვება, რომელსაც დღესაც იცავენ. მეკვლე არის ფეხბედნიერი ადამიანი, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბედნიერება და ბარაქა შეაქვს. ამ სტატუსს ძირითადად ოჯახის უფროსი მამაკაცი ითავსებს. თუმცა ძველად მეკვლის ოჯახში შესვლა მთელ ერთ, დიდ რიტუალს წარმოადგენდა. ამ კონკრეტული პიროვნების მისვლამდე ღამის 12 საათის შემდეგ ოჯახში არავინ შედიოდა, ეს უკანასკნელი კი კარს სიმღერითა და ტკბილეულობით დახუნძლული აღებდა. დღესაც თანამედროვე ოჯახებში მეკვლეს სიხარულით ელიან და ერთად ხვდებიან ახალი წლის შემობრძანებას.
6. ალილოობა.
“ალილო” წარმოებულია ბერძნული სიტყვისგან “ალილუია”, რაც “აქებდით უფალს” ნიშნავს. ალილოობის ტრადიციაც საქართველოში ძველი დროიდან მოდის. მეალილოები გალობით ულოცავდნენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას. სიმღერის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს, სურსათ-სანოვაგეს ჩუქნიდნენ. ზოგი ოჯახშიც იპატიჟებდა მათ და ერთად ხვდებოდნენ დამდეგ დღესასწაულს. დღესაც საქართველოს ყველა კუთხეში დიდი სიხარულით ეგებებიან მეალილოვეებს. ასევე იმართება სახალხო მსვლელობაც. ყოველ შობას, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას.
7. სადღესასწაულო სუფრა.
ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში.
ქართველებს კი როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.

ქართული საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა:დაკვლევა-გარიგება; დაწინდვა ანუ ნიშნობა; საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა.
დაკვლევა-გარიგების ტრადიცია ძველთაგანვე ჩამოყალიბებულა. ქალების დაკვლევის შესაძლებლობა ახალგაზრდა ვაჟებს ჰქონდათ ქორწილში, სამგლოვიარო ცერემონიალზე, ყანის მკისა და პურის ლეწვისას, წყაროდან წყლის მოტანისას… ეს ქალ-ვაჟთა ურთიერთ მოწონების უშუალო პროცესი გახლდათ. ამის პარალელურად არსებობდა გარიგება, როცა წინამძღვარი, ანუ მაჭანკალი, აქორწინებდა ზოგჯერ სრულიად უცნობ და ერთმანეთის უნახავ ახალგაზრდებს. მაჭანკალი ქალ-ვაჟის მშობლებს აცნობდა ერთმანეთის ქონებრივ მდგომარეობას, წარმომავლობას, ჯიშ-ჯილაგს, ქალის მზითევის რაობას და ა.შ. აღნიშნული ტრადიცია ხალხური ლექსითაა გაკიცხული:
კაცი თუ ვარგა, ჯილაგი ნეტა რა საძებარია?
თუ თვით არ ვარგა, სუყველა ფუჭი და საცინარია.
თუ თვით არ ვარგა, სუყველა ფუჭი და საცინარია.
აკვანში დანიშვნის ტრადიცია კი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი მშობლები დანათესავების სურვილით ნიშნავდნენ უკვე მოზრდილ ბავშვებსაც. ეს ტრადიცია ზოგჯერ უკონფლიქტო ქორწინების საფუძველს ქმნიდა, მაგრამ იყო სისხლისღვრისა და პიროვნული ტრადიციების საბაბიც. გაზრდილი ქალ-ვაჟი ხშირად შეუძლებლად მიიჩნევდა მშობლების ნების აღსრულებას, რაც არასასურველი შედეგით მთავრდებოდა.
ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვია, ჯოხი, ისარი, დამბაჩა, ხანჯალი, ყვავილი, ვაშლი, ქუდი და სხვ. ამასთან, რადგან პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და შესაბამისად, ენერგიას მოითხოვდა, საპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.
ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვია, ჯოხი, ისარი, დამბაჩა, ხანჯალი, ყვავილი, ვაშლი, ქუდი და სხვ. ამასთან, რადგან პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და შესაბამისად, ენერგიას მოითხოვდა, საპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.
ქორწინება სამეურნეო მნიშვნელობის საზოგადოებრივი აქტი იყო. ეთნოგრაფიული ლიტერატურის თანახმად, გვარის, ოჯახის გამაერთიანებლად ითვლებოდა კერის კულტი, კერა იყო მარადიული ცეცხლის სიმბოლო. ქრისტიანული ჯვრისწერის დამკვიდრებამდე ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ ვაჟის სახლშიც და ქალთანაც. ცერემონიალი წარმართული ხანიდან მომდინარეობდა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. კერისა და შუა ცეცხლის გარშემო შემოტარებით მექორწინენი ასრულებდნენ მაგიურ ქმედებას, რომლის მიზანსაც ავი თვალისგან დაცვა წარმოადგენდა.
ქართული საქორწილო რიტუალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა მექორწინეებისათვის თავზე ხორბლის მარცვლების გადაყრა და პატარძლისათვის კალთაში პატარა ბიჭის ჩასმა. ამ ქმედებათა კვალი დღევანდელ სინამდვილეშიცაა ნაწილობრივ შემორჩენილი. საქორწილო ცერემონიალის ერთ საინტერესო მომენტს წარმოადგენდა ასევე მშობლიურ კერასთან პატარძლის გამოსამშვიდობებელი რიტუალური ტირილი.
ქორწილის ერთი თვის შემდეგ პატარძალი წყალზე გაჰყავდათ, რითაც იწყებოდა მისი გარესამუშაოებზე დასაქმება. ქალი ამით პატარძლობას ასრულებდა და ოჯახის დიასახლისობას იწყებდა. დღეს კი ეს წესი არათუ შეცვლილი ფორმით, არამედ საერთოდ აღარ გვხვდება.

მაყართა შორის მნიშვნელოვანია მახარობლის როლი. ის თოფის სროლითა და ყიჟინით ჯერ ნეფის მოსვლას ახარებს პატარძლის ოჯახს, შემდეგ კი ვაჟის სახლში მიდის. მახარობელს საჩუქარი სჭირდება.
პატარძალს კარგი ფეხი უნდა ჰქონდეს და ახალ ოჯახში ბედნიერება უნდა შემოიტანოს. დამხვდურები კი მას ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ახალმა რძალმა გვარი უნდა გაამრავლოს.
იუმორი, სიცილი, სიმღერა, ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ქართული დალოცვა – სადღეგრძელოების მთავარი თემა კი ცხადია, ნეფე-პატარძალია. აქებენ მათ მშვენიერებას, ვაჟკაცობას, ზრდილობას, გონიერებას, უსურვებენ გამრავლებასა და ბედნიერებას.
ბუნებრივია, დღეს არც საქორწილო ცერემონიალია ისეთი, როგორც ძველ საქართველოში იყო და არც შესაბამისი საქორწილო პოეზია.
პირველი, როგორც წესი, თუ ლხინის სუფრაა, ისმება ურთიერთშეხვედრის ან არჩეული თამადის სადღეგრძელო. შემდეგ უკვე – ლხნის ”მიზეზი” ილოცება განსხვავებული სასმისით (ის შეიძლება ცალკეული ადამიანი, ანდა რაიმე ღირსშესანიშნავი დღე იყოს), მერე უკვე მშობლების, დედმამიშვილების, წინაპრების (ბებია-ბაბუის) სადღეგრძელოები მოდის (თანმიმდევრობა დაცულია). ამ სადღერძელოებს შორის მშვიდობის სადღეგრძელოს ჩართავენ, ასე თუ ისე, ნებადართულად ითვლება.
შემდეგ, რა თქმა უნდა, წასულების შესანდობარია სათქმელი, რომელსაც სიცოცხლის, ე.ი. პატარების სადღეგრძელო მოჰყვება. მერე, როგორც წესი ერთიანი საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ და აი, ამ ფრიად სავალდებულო სადღეგრძელოების შემდეგ კი ყველაფერი თამადის სურვილზე, შესაძლებლობასა და ალღოზეა დამოკიდებული.